ეროვნული ტესტირების პროგრამა
ეროვნული ტესტირების პროგრამა
GADA ახორციელებს სტრატეგიულ ტესტირების სისტემას, რომელიც არის ინტელექტუალური, რისკზე დაფუძნებული, მონაცემებზე ორიენტირებული და ადაპტირებადი. ორგანიზაცია ატარებს როგორც საშეჯიბრო ისე ასასაშეჯიბრო ტესტებს აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების გამოსავლენად, რაც ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მეცნიერული პროგრესი, სოციალური კვლევები, შეჯიბრების განრიგი, სპორტის სპეციფიკა და ა.შ.
რისკის შეფასება - რისკის შეფასება ასეთი ტესტირების პროგრამის ეფექტურობას ზრდის შესაბამისი სპორტსმენების ოპტიმალურ დროს ფოკუსირებით, ახორციელებს რესურსების განაწილების გადაწყვეტილებების ხელმძღვანელობას და აუმჯობესებს დოპინგის გამოვლენის შესაძლებლობას.
ტესტების განაწილების გეგმა - GADA ავითარებს და ახორციელებს სტრატეგიულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და დაბალანსებულ ტესტების განაწილებას ტესტების განაწილების გეგმის (TDP) მეშვეობით, რომელიც შემუშავებულია რისკის შეფასებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე.
TDP ადგენს შესაბამის პრიორიტეტებს სხვადასხვა სპორტში, შეჯიბრებრის კატეგორიებში, სპორტსმენთა კლასიფიკაციაში, ტესტირების მეთოდებში, ნიმუშების ტიპებში და ანალიტიკურ პროცედურებში.
ეროვნული ანტი-დოპინგური სტრატეგია ღირებულებას ანიჭებს ოლიმპიურ დისციპლინებს და სპეციფიკურ სპორტს, რომლებიც წარმოადგენენ უფრო მაღალ დოპინგის რისკს და ფლობენ უფრო დიდ ეროვნულ მნიშვნელობას.
საშეჯიბრო - საშეჯიბრო ტესტირება ხდება სპორტული ღონისძიების დროს. ყველა სპორტული შეჯიბრება საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური პოლიტიკის იურისდიქციის ქვეშ ექვემდებარება ტესტირებას.
საშეჯიბრო პერიოდი იწყება თორმეტი საათით ადრე ღონისძიებამდე, რომელშიც სპორტსმენი უნდა მონაწილეობდეს და გრძელდება ღონისძიების დასრულებამდე, მათ შორის ნიმუშის აღების სრული პროცედურის ჩათვლით.
GADA აგროვებს როგორც შარდის, ისე სისხლის ნიმუშებს, როგორც მისი ტესტირების პროტოკოლის კომპონენტებს.
არასაშეჯიბრო - არასაშეჯიბრო ტესტირების პროგრამა, რომელსაც GADA ახორციელებს, აუცილებელია სამართლიანი შეჯიბრების სტანდარტების შენარჩუნებისთვის. ინფორმაცია სპორტსმენის ადგილმდებარეობის შესახებ ემსახურება როგორც გადამწყვეტი მექანიზმი სპორტსმენების ნებისმიერ მომენტში პოვნისთვის და წინასწარი შეტყბინების გარეშე ტესტირების ჩატარებისთვის, რაც წარმოადგენს წარმატებული ანტი-დოპინგის ძალისხმევის ძირითად კომპონენტს.
