ანტიდოპინგური წესები
დოკუმენტები
საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლის და განათლების სააგენტოს (GADCEA) ანტიდოპინგური წესები წარმოადგენს საქართველოში ანტიდოპინგური საქმიანობის მარეგულირებელ ძირითად ნორმატიულ დოკუმენტს. აღნიშნული წესები შემუშავებულია მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა (World Anti-Doping Code) და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით და განსაზღვრავს სპორტსმენების, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის, სპორტული ორგანიზაციების, აგრეთვე ანტიდოპინგურ რეგულირებას დაქვემდებარებული სხვა პირებისა და სუბიექტების უფლებებსა და ვალდებულებებს.
მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ყველა სპორტული ორგანიზაცია ვალდებულია აღიაროს, დანერგოს და დაიცვას GADCEA-ს ანტიდოპინგური წესები. აღნიშნული წესების შესრულება წარმოადგენს სპორტის კეთილსინდისიერების, სამართლიანი კონკურენციის, სპორტსმენთა ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების გამოყენების პრევენციის მნიშვნელოვან წინაპირობას.
