ყველა სიახლე
2026-03-27

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებთან

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში საგანმანათლებლო  სემინარი  ჩატარდა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებთან

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ახორციელებს ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პრგრამას მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის „განათლების საერთაშორისო სტანდარტის“ შესაბამისად. სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განათლება და ცნობიერების ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის მორგებული პროგრამების მეშვეობით:

ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სუფთა სპორტის დაცვაში.

მიმდინარე წლის 23 მარტს, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერმა , პავლე კასრაძემ ,სემინარი  ჩაატარა  ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებთან და მის  დამხმარე პერსონალთან.

სემინარის ფარგლებში  ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.