FAQ
ხშირად დასმული კითხვები
სად ვნახო აკრძალული ნივთიერებების სია?+
სია ყოველწლიურად ახლდება პირველ იანვარს. მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ან WADA-ს ოფიციალურ გვერდზე.
მხოლოდ პროფესიონალ სპორტსმენებს ამოწმებენ?+
არა. ანტიდოპინგური წესები და ტესტირება ვრცელდება ყველა მოქმედ სპორტსმენზე, ასაკისა და დონის მიუხედავად.
მარიხუანა დოპინგია?+
დიახ, კანაბინოიდები აკრძალულია შეჯიბრის პერიოდში. ვინაიდან ნივთიერება ორგანიზმში დიდხანს რჩება და ინდივიდუალურია, როგორც მისი ზემოქმედება, ასევე ორგანიზმში დაყოვნების დრო, შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე მიღებამაც კი შეიძლება დადებითი ტესტი აჩვენოს შეჯიბრის დღეს.
რა განსხვავებაა „შეჯიბრის დროს/საშეჯიბრო“ და „შეჯიბრის გარეშე/არასაშეჯიბრო“ ტესტირებას შორის?+
ზოგიერთი ნივთიერება აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრის პერიოდში (მაგალითად, სტიმულატორები, ნარკოტიკული საშუალებები), ხოლო ზოგიერთი - მუდმივად (მაგალითად, ანაბოლური სტეროიდები). თუმცა, სიფრთხილისთვის ჯობია, მუდმივად ისე მოიქცე, თითქოს ხვალ შეჯიბრი გაქვს.
შემიძლია ტესტირებაზე ვინმე შემყვეს?+
დიახ. შენ გაქვს უფლება, თან გახლდეს ოფიციალური წარმომადგენელი (მწვრთნელი, ექიმი, გუნდელი) რომელიც დაესწრება პროცესს და დარწმუნდება, რომ ყველაფერი წესების დაცვით ხდება.
შემიძლია თუ არა უარი ვთქვა დოპინგ-ტესტის ჩაბარებაზე?+
არა, არ შეგიძლია, ტესტის ჩაბარებაზე უარის თქმა იწვევს ავტომატურ 4 წლიან დისკვალიფიკაციას!
თუ ეტიკეტზე წერია „ბუნებრივი“, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსაფრთხოა?+
არა. „ბუნებრივი“ ან „მცენარეული“ არ ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს დოპინგს.
უსაფრთხოა თუ არა საკვები დანამატების მიღება?+
გარანტია არ არსებობს. საკვები დანამატების წარმოება და რეგისტრაცია არ რეგულირდება ისე მკაცრად, როგორც მედიკამენტების. ეტიკეტზე შესაძლოა არ ეწეროს ყველა ინგრედიენტი, ან დანამატი იყოს დაბინძურებული აკრძალული ნივთიერებით ქარხნული წარმოებისას. გახსოვდეთ: საკვები დანამატის მიღება ყოველთვის თქვენი რისკია!
რა ვქნა, თუ ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და აკრძალული წამალი მჭირდება?+
თუ აკრძალული მედიკამენტის მიღება ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და მას ალტერნატივა არ აქვს, უნდა მოითხოვოთ თერაპიულიგამოყენებისნებართვა (TUE). ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უფლებას გაძლევთ, იმკურნალოთ კონკრეტული წამლით დისკვალიფიკაციის გარეშე. ეს ნებართვა წამლის მიღებამდე უნდა აიღოთ (გადაუდებელი შემთხვევების გარდა).
გაციების წამალი ან ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება იყოს დოპინგი?+
დიახ! აფთიაქში იოლად ხელმისაწვდომი ზოგიერთი მედიკამენტი, (ტაბლეტი, სპრეი, მალამო და ა.შ) შეიძლება, შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებას. ყოველთვის შეამოწმეთ შემადგენლობა!
თუ ექიმმა დამინიშნა წამალი?+
სამწუხაროდ, ყველა ექიმმა არ იცის აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია... სანამ ექიმის დანიშნულ წამალს დალევ, აუცილებლად გააფრთხილე ის, რომ ხარ სპორტსმენი და მიუხედავად დანიშნულებისა თავად გადაამოწმე მედიკამენტი აკრძალულ სიაში.
რა არის „მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი“?+
ეს არის ანტიდოპინგური წესების ოქროს წესი. ეს ნიშნავს, რომ შენ (სპორტსმენი) ხარერთპიროვნულადპასუხისმგებელიყველაფერზე, რაცშენსორგანიზმშიმოხვდება. არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელმა მოგცა წამალი, ექიმმა გამოგიწერა, თუ მეგობარმა გირჩია - თუ ტესტი დადებითია დოპინგზე, პასუხისმგებელი ხარ შენ.
