ყველა სიახლე
2026-03-17

საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ოფიციალური განცხადება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA-ს) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე

საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ოფიციალური განცხადება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA-ს) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო დეტალურად გაეცნო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA-ს) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს.

სააგენტო აცნობიერებს საკითხის მნიშვნელოვნებას, მის წილ პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ სუფთა სპორტის პრინციპები არ ექვემდებარება კომპრომისებს.  გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად და ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ ზემოხსენებულ დარღვევებთან დაკავშირებით უკვე მიიღო ყველა საჭირო ზომა, რათა ტესტირების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყოს მსოფლიო ანტიდოპინგურ კოდექსთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ხაზგასასმელია, რომ გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილ დარღვევებს არ აქვს სისტემატიური ხასიათი, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების არც ერთ მოთამაშეს ანტიდოპინგური წესების დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებიათ  არც ამ დარღვევებამდე და არც მის შემდეგ, ხოლო სააგენტოს მიერ განხორციელებული ანტიდოპინგური პროგრამები მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ის, რომ სააგენტომ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ ინფორმაცია  საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეიტყო და დასკვნა ოფიციალური ფორმით დღემდე არ მიუღია. ასევე, მიუხედავად გამოძიების დასრულებისა და დასკვნაში გაჟღერებული კომენტარებისა, სააგენტო დღემდე არ ფლობს საქმის მასალებს.

საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო განაგრძობს თანამშრომლობას მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან და რჩება სუფთა სპორტის ერთგული!