ყველა სიახლე
2026-03-04

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი ვაჟთა ნაკრების U17 და U16 გუნდებთან.

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი ვაჟთა ნაკრების U17 და U16 გუნდებთან.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფეხბურთის   კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ტარდება .

მიმდინარე წლის 21 თებერვალს და 3 მარტს, ქალაქ რუსთავში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, პავლე კასრაძემ, სემინარი ჩაატარა ფეხბურთის ვაჟთა ნაკრების U17 და U16 გუნდებთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.