ყველა სიახლე
2026-02-04

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი ქალთა ნაკრების U 17 გუნდთან.

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი  ქალთა ნაკრების  U 17 გუნდთან.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფუტსალის  კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ტარდება .

მიმდინარე წლის 03.02 თებერვალს   ქალაქ თბილისში,  საქართველოს   ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  - პავლემ კასრაძემ სემინარი ჩაატარა ფეხბურთის  ქალთა ნაკრების U17 გუნდთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.