ყველა სიახლე
2026-01-26

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი ფუტსალის ქალთა კლუბის U19 გუნდთან.

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის „ჰეთთრიკი“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი ფუტსალის ქალთა კლუბის U19 გუნდთან.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფუტსალის  კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ტარდება .

მიმდინარე წლის 23  იანვარს  ქალაქ რუსთავში,  საქართველოს   ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  - პავლემ კასრაძემ სემინარი ჩაატარა ფუტსალის ქალთა კლუბის U19 გუნდთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.