ყველა სიახლე
2025-12-17

სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კონფერენცია 2025

სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კონფერენცია 2025

სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მე-6 მსოფლიო კონფერენცია 5 დეკემბერს ბუსანში, კორეის რესპუბლიკაში ჩატარდა. 

საქართველოდან მიწვეული პირები საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს გენერალური დირექტორი - პავლე კასრაძე და საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი - თეიმურაზ უკლება იყვნენ. 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სხდომებზე, WADA-ს დამფუძნებელმა საბჭომ დაამტკიცა მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი, ხოლო აღმასრულებელმა კომიტეტმა - საერთაშორისო სტანდარტები. ზემოხსენებული დოკუმენტები, მათ შორის განახლებული სპორტსმენთა ანტიდოპინგური უფლებების აქტი, რომელიც დეტალურად იქნა განხილული WADA-ს სპორტსმენთა საბჭოს მიერ, ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვარს. 

სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კონფერენცია 1-5 დეკემბრის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა 1500-ზე მეტი ადამიანი სპორტული მოძრაობიდან, საჯარო ხელისუფლების სტრუქტურებიდან და ანტიდოპინგური ორგანიზაციებიდან.