ყველა სიახლე
2025-12-01

ანტიდოპინგური სემინარი გამა მუშტი კრივის ფედერაციის სპორტსმენებთან

ანტიდოპინგური სემინარი გამა მუშტი კრივის ფედერაციის სპორტსმენებთან

ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სუფთა სპორტის დაცვაში.

მიმდინარე წლის 29 დეკემბერს  საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა, ხატია ბახსოლიანმა,სემინარი ჩაატარა საქართველოს გამა მუტი კრივის  ფედერაციის სპორტსმენებთან და სპორტსმენების დამხმარე პერსონალთან.

სემინარის ფარგლებში  ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.