2025-11-17
საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დოპინგ-კონტროლის გუნდი გააფართოვა

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოოს დოპინგ-კონტროლის გუნდი და პროცესში ჩართოს ახალი დოპინგ-კონტროლ ოფიცრები. ამ მიზნის მისაღწევად სააგენტომ 2025 წლის 1 ნოემბერს ჩაატარა სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
ტრენინგის განმავლობაში კანდიდატებმა შეისწავლეს დოპინგ-კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები, პროცედურული წესები, ნიმუშების შეგროვების ეტაპები და სპორტსმენთან სწორი კომუნიკაციის პრაქტიკა.
სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ჩააბარეს საგამოცდო ტესტი, რომელიც ყველა მათგანმა წარმატებით გაიარა. შედეგად, შერჩეულ კანდიდატებს მიენიჭათ უფლებამოსილება ჩაერთონ დოპინგ-კონტროლის პროცესებში საქართველოს მასშტაბით.





