ყველა სიახლე
2025-10-27

UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

22 ოქტომბერს საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ, საქართველოს სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სპორტული საზოგადოების გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო - ანტიდოპინგური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პრევენციის ხელშეწყობა და სამართლიანი კონკურენციის დაცვა.

სპიკერებმა ისაუბრეს დოპინგის პრევენციის თანამედროვე მიდგომებზე, სამართლიანი კონკურენციის დაცვის მნიშვნელობაზე და განათლების როლზე სპორტსმენების სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან სუფთა და სამართლიანი სპორტის დასაცავად და გასაძლიერებლად.