ყველა სიახლე
2025-09-29

ანტიდოპინგური სემინარი ბოქსის ეროვნული ფედერაციის  ახალგაზრდა სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.

ანტიდოპინგური სემინარი  ბოქსის ეროვნული ფედერაციის  ახალგაზრდა სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.

2025 წლის 26 სექტემბერს  , საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს  განათლების პროგრამის კოორდინატორმა - ხატია ბახსოლიანმა  საგანმანათლებლო სემინარი ჩაატარა საქართველოს ბოქსის ეროვნული ფედერაციის  ახალგაზრდა სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.

ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სუფთა სპორტის დაცვაში.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.