ყველა სიახლე
2025-09-15

ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ძალოსსნობის ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდა და დიდების ნაკრებთან

ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ძალოსსნობის ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდა და დიდების ნაკრებთან

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ახორციელებს ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პრგრამას მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის „განათლების საერთაშორისო სტანდარტის“ შესაბამისად. სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განათლება და ცნობიერების ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის მორგებული პროგრამების მეშვეობით:

ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სუფთა სპორტის დაცვაში.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა, ხატია ბახსოლიანმა,სემინარი  ჩაატარა  ბაკურიანში ძალოსსნობის ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდა და დიდების ნაკრებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.