ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდების და ჭაბუკების ნაკრებთან

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო ახორციელებს ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პრგრამას მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის „განათლების საერთაშორისო სტანდარტის“ შესაბამისად. სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განათლება და ცნობიერების ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის მორგებული პროგრამების მეშვეობით:
ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სუფთა სპორტის დაცვაში.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა, ხატია ბახსოლიანმა,სემინარი ჩაატარა ბორჯომში საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდების და ჭაბუკების ნაკრებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.
სემინარის ფარგლებში ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:
1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;
2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;
3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;
4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;
6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;
7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;
8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;
9. ტესტირების შედეგების მართვა.




