ანტიდოპინგური სემინარი პარაძიუდოს სპორტსმნებთან და მათ დამხმარე პერსონალთან

განათლება წარმოადგენს ანტიდოპინგური პროგრამების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს, რადგან ის იძლევა პრევენციული ზომების ეფექტურ განხორციელებას სპორტის ყველა დონეზე.განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სპორტის სისუფთავის დაცვაში. განათლების მიზანია სპორტსმენებისა და მათი დამხარე პერსონალის და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას დოპინგის საფრთხეებისა და ზიანის შესახებ, ასევე სუფთა სპორტის ღირებულებების გაძლიერება.
მიმდინარე წლის 16 ივლის საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს, განათლების პროგრამის კოორდინატორმა ხატია ბახსოლიანმა სემინარი ჩაატარა გორში, პარაძიუდოს სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.
სემინარის ფარგლებში ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:
1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;
2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;
3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;
4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;
6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;
7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;
8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;
9. ტესტირების შედეგების მართვა.



