ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან

მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს განათლების პროგრამის კოორდინატორმა - ხატია ბახსოლიანმა ჩაატარა სემინარი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.
შეგახსენებთ,რომ განათლება წარმოადგენს ანტიდოპინგური პროგრამების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს, რადგან ის იძლევა პრევენციული ზომების ეფექტურ განხორციელებას სპორტის ყველა დონეზე. განათლების მიზანია სპორტსმენებისა და მათი დამხარე პერსონალის და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას დოპინგის საფრთხეებისა და ზიანის შესახებ, ასევე სუფთა სპორტის ღირებულებების გაძლიერება.
ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სპორტის სისუფთავის დაცვაში.
რისთვის არის საჭირო საინფორმაციო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარება?
საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები ანტიდოპინგურ სფეროში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია რამდენიმე მიზეზის გამო:
1.ცოდნის ამაღლება:
2.პასუხისმგებლობის გაზრდა:
3.ეთიკური ღირებულებების გაძლიერება:
4.კითხვებზე პასუხები:
5.ინფორმაციის განახლება:




