ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო დონის სპორტსმენებთან და მათ დამხამარე პერსონალთან

შეგახსენებთ,რომ ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სპორტის სისუფთავის დაცვაში.
მიმდინარე წლის 30 მაის საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ კიდევ ერთი გასვლითი სემინარი ჩაატარა კახეთში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო დონის სპორტსმენებთან და მათ დამხმარე პერსონალთან.სემინარი ჩატარა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს განათლების პროგრამის კოორდინატორმა ხატია ბახსოლიანმა.
სემინარის ფარგლებში ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:
1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;
2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;
3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;
4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;
6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;
7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;
8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;
9. ტესტირების შედეგების მართვა.



