ყველა სიახლე
2025-06-02

ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ბოქსისა და ძიუდოს ეროვნული ფედერციების სპორტსმენებთან

ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ბოქსისა  და ძიუდოს ეროვნული ფედერციების სპორტსმენებთან

მიმდინარე წლის 21 მაის ბორჯომსა და ბაკურიანში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს განათლების პროგრამის კოორდინატორმა - ხატია ბახსოლიანმა ჩაატარა სემინარი ბოქსისა  და ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენებთან.

შეგახსენებთ,რომ განათლება წარმოადგენს ანტიდოპინგური პროგრამების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს, რადგან ის იძლევა პრევენციული ზომების ეფექტურ განხორციელებას სპორტის ყველა დონეზე. განათლების მიზანია სპორტსმენებისა და მათი დამხარე პერსონალის და  სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას დოპინგის საფრთხეებისა და ზიანის შესახებ, ასევე სუფთა სპორტის ღირებულებების გაძლიერება.

ანტიდოპინგური განათლება ხელს უწყობს ინფორმირებულობის ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ეთიკური ნორმების დაცვას სპორტში. იგი ეფუძნება არა მხოლოდ წესებსა და აკრძალვებს, არამედ სიღრმისეულ ცოდნას და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. სწორედ ამიტომ, განათლება ითვლება მნიშვნელოვან იარაღად დოპინგის პრევენციისა და სპორტის სისუფთავის დაცვაში.

რისთვის არის საჭირო საინფორმაციო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარება?

საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები ანტიდოპინგურ სფეროში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია რამდენიმე მიზეზის გამო:

 ცოდნის ამაღლება: ისინი მონაწილეებს აწვდიან სიღრმისეულ და ადვილად გასაგებ ინფორმაციას დოპინგთან დაკავშირებული წესებისა და რისკების შესახებ.

 პასუხისმგებლობის გაზრდა: აუდიტორიას საშუალება ეძლევა უკეთ გაიაზროს თავიანთი როლი და ვალდებულებები სუფთა სპორტის დაცვაში.

ეთიკური ღირებულებების გაძლიერება: შეხვედრებისა და სემინარების დროს ხაზგასმულია სპორტში ეთიკური პრინციპების მნიშვნელობა და სამართლიანი თამაშის პრინციპები.

კითხვებზე პასუხები: ეს ფორმატები უზრუნველყოფს დისკუსიას და ინტერნაქციულობას — მონაწილეებს შეუძლიათ დასვან კითხვები და მიიღონ სწორი, სანდო პასუხები.

ინფორმაციის განახლება: ანტიდოპინგური პოლიტიკა და აკრძალული სიები ხშირად განახლდება, ამიტომ სემინარები ეხმარება მონაწილეებს მუდმივად აკონტროლონ ინფორმაცია და მოერგონ მიმდინარე მოთხოვნებს.