ყველა სიახლე
2025-05-14

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ დაიწყო თავისი ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება საქართველოს ყველა ეროვნულ ფედერაციაში.

ანტიდოპინგურ სააგენტოს, ისევე როგორც სპორტულ ორგანიზაციებს, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი და საქართველოს ანტიდოპინგური წესები ავალდებულებს უზრუნველყოს სპორტსმენებისა და მათი დამხმარე პერსონალის ანტიდოპინგური განათლება,მათი ცნობიბერების ამაღლება და სპორტსმენის ჯანმრთელობის დაცვა.

მიმდინარე წლის 5 მაის ქალაქ თბილისში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - პავლე კასრაძე-მ და განათლების პროგრამის კოორდინატორმა - ხატია ბახსოლიანმა ჩაატარეს სემინარები საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტსმენებთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.