ყველა სიახლე
2025-03-31

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკ“-ის სემინარი UG წალენჯიხას კლუბთან

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკ“-ის სემინარი   UG წალენჯიხას კლუბთან

2025-03-06

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად  დაიწყო უეფას საგანამანათლებლო პროგრამა "ჰეთთრიკის "  განხორციელება.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფუტსალის  კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ჩატარდება.

მიმდინარე წლის 25 მარტს   ქალაქ თბილისში,  საქართველოს   ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  - პავლემ კასრაძემ სემინარი ჩაატარა  UG წალენჯიხას კლუბთან. 

ასევე მიმდინარე სემინარს დაესწრო   ნორვეგიის ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი - ესტენ ალექსანდერ ედნა და სპროტული  განათლების  მრჩეველი - სირი ბინკე.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.