ყველა სიახლე
2025-03-13

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ)

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (კსუ)

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად  დაიწყო უეფას საგანამანათლებლო პროგრამა "ჰეთთრიკის "  განხორციელება.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფუტსალის  კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ჩატარდება.

მიმდინარე წლის 11 მარტს  საქართველოს   ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა  დირექტრორმა - პავლე კასრაძემ  სემინარი ჩაატარა  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ფუტსალის ვაჟთა კლუბთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.