უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი ფუტსალის კლუბ "პსპ" თან

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაიწყო უეფას საგანამანათლებლო პროგრამა "ჰეთთრიკის " განხორციელება.
აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია ფუტძალის კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები ჩატარდება.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტრორმა - პავლე კასრაძემ სემინარი ჩაატარა ფუტსალის კლუბ "პსპ" -თან
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:
1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;
2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;
3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;
4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;
6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;
7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;
8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;
9. ტესტირების შედეგების მართვა.



