ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველომ, კერძოდ, ბაკურიანმა, თბილისმა და ბათუმმა უმასპინძლა ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 8 სახეობაში 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
9 თებერვალს, თბილისში, საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ წარადგინა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, (მათ შორის იტალიისა და ლიეტუვის) ათობით სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ანტიდოპინგური განათლების პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სახალისო თამაშს, რომლებიც შექმნილი იყო ანტიდოპინგური განათლების მნიშვნელოვანი ასპექტებით, ერთ-ერთი თამაში ამოწმებდა ანტიდოპინგური დარღვევების ცოდნას, სადაც სპორტსმენებს დარღვევა უნდა შეესაბამებინათ განმარტებასთან. დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ თითოეულ მათგანს გადაეცა საჩუქრები.



