უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი ფუტსალის კლუბ "კვარტალთან"

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაიწყო უეფას საგანამანათლებლო პროგრამა "ჰეთთრიკის " განხორციელება.
აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია ფუტსალის კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები ჩატარდება.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს ქალაქ თბილისში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - პავლემ კასრაძემ სემინარი ჩაატარა ფუტსაალის კლუბ "კვარტალთან.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:
1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;
2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;
3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;
4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;
5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;
6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;
7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;
8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;
9. ტესტირების შედეგების მართვა.



