ყველა სიახლე
2025-02-04

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი ფუტსალის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან

უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი ფუტსალის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად  დაიწყო უეფას საგანამანათლებლო პროგრამა "ჰეთთრიკის "  განხორციელება.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია  ფუტძალის  კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები  ჩატარდება.

მიმდინარე წლის 20  იანვარს საქართველოს   ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტრორმა - თეიმურაზ უკლებამ სემინარი ჩაატარა  საქართველოს  ფუტსალის ქალთა  ეროვნულ ნაკრებთან.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.