ყველა სიახლე
2025-01-24

ანტიდოპინგური სემინარი საქართველოს ბოქსის ეროვნულ ფედერაციასთან

ანტიდოპინგური სემინარი  საქართველოს ბოქსის  ეროვნულ ფედერაციასთან

2025 წლის 23 იანვარს კერძოდ ბორჯომში, საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ  საგანმანათლებლო სემინარი ჩაატარა საქართველოს ბოქსის ეროვნულ ფედერაციასთან,რომელიც განკუთვნილი იყო სპორტსმენებისა და მათი დამხმარე პერსონალისთვის.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში  დამსწრე პირები გაეცნენ შემდეგ საკითხებს როგორიცაა:

1. სუფთა სპორტი და სპორტსმენის მნიშვნელობა და მისი ღირებულება;

2. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კოდექსი;

3. საქართველოს ანტიდოპინგური წესები;

4. აკრძლული ნივთიერებებისა და მეთოდების სია;

5. სპორტსმენთა უფლებები და მოვალეობები;

6. დოპინგ კონტროლის პროცედურები;

7. ანტიდოპინგური წესების დარღვევა;

8. ათლეტის სტეროიდული პროფილის და ბიოლოგიური პასპორტის მართვა;

9. ტესტირების შედეგების მართვა.

საქართველოს ბოქსის ეროვნულ ფედერაციასთან სემინარი ჩაატარა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა  დირექტორმა - თეიმურაზ უკლებამ.