ყველა სიახლე
2024-12-17

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბთან

ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკის" სემინარი  დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბთან

საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად  დაიწყო ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა - „ჰეთთრიკის" განხორციელება. აღნიშნული პროგრამის სამიზნე აუდიტორია ქართული საფეხბურთო კლუბების ძირითადი და ასაკობრივი გუნდების წევრები და მათი დამხმარე პერსონალია, რომელთათვისაც პროგრამის ფარგლებში ანტიდოპინგური საგანმანათლებლო სემინარები ჩატარდება. 

2024 წლის17 დეკემბერს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დინამო თბილისის   საფეხბურთო კლუბთან ჩატარდა ანტიდოპინგური სემინარი  და საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც განკუთვნილი იყო  სპორტსმენებისა და მათი დამხმარე პერსონალის ანტიდოპინგური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და სპორტსმენის ჯანმრთელობის დასაცავად.

სემინარი ჩაატარა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თავჯდომარემ და  განათლების პროგრამის მენეჯერმა - პავლე კასრაძემ, რომელმაც  საინფორმაციო შეხვედრის  ფარგლებში  მიაწოდა სპორტსმენებს ინფორმაცია როგორც  ტესტირების პროცესის, ისე  მათი უფლება-მოვალეობების  შესახებ.