ყველა სიახლე
2024-11-18

ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის (T-DO) შემფასებელი ვიზიტი საქართველოში

ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის (T-DO) შემფასებელი ვიზიტი საქართველოში

 მიმდინარე წლის 12-14 ნოემბერს საქართველოში გაიმართა, ევროსაბჭოს  ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის (T-DO) შემფასებელი მისია,რომელსაც საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ უმასპინძლა.  მისიის ვიზიტი კონკრეტულად მიმართული იყო ანტიდოპინგურ კანონმდებლობის გაუმჯობესებისადმი,  კერძოდ  აკრძალული ნივთიერებების  ტრეფიკინგისა და  ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე. 

ვიზიტი გაყოფილი იყო სამ ნაწილად . 

დღე 1

2024 წლის 12 ნოემბერი

მრგვალი მაგიდის დისკუსია საქართველოში არსებული მდგომარეობისა და  აკრძალული  ნივთიერებების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ

თავმჯდომარე: პროფესორი თეიმურაზ უკლება-საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე,ფიზიკური განათლებისა და  სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

დღე 2

2024 წლის 13 ნოემბერი
კონფერენცია

სპორტსმენების ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სტრატეგიები სპორტული აქტივობის ყველა დონეზე

თავმჯდომარე: პროფესორი  პავლე კასრაძე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე

დღე 3

2024 წლის 14 ნოემბერი
სემინარი

თავმჯდომარე: ლ.კოზლოვსკა 

T-DO შეფასების გუნდის შემადგენლობა:

თავმჯდომარე 
1. ფლორიან კაველი, საფრანგეთის ანტიდოპინგური სააგენტოს (AFLD) - იურიდიული და ინსტიტუციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე / საფრანგეთი- მისიის თავმჯდომარე
2. ქალბატონი ერიკა პეტრუტიტე, იურისტი, ლიტვის ანტიდოპინგური სააგენტო / ლიტვა
3. მარტინ ჰოლმუნდ ლაუზენი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამედიცინო დირექტორი, ანტიდოპინგური ნორვეგია (ADNO) / ნორვეგია - მომხსენებელი
4. გრემ არტური, ანტიდოპინგური პოლიტიკის მრჩეველი, დამოუკიდებელი კონსულტანტი / გაერთიანებული სამეფო - დამკვირვებელი
5. მაიკლ ჩეპიკი, ეროვნული ანტიდოპინგური აგენტის აღმასრულებელი დირექტორი / ავსტრია
6. ჯეიმი ბრაუნი, უსაფრთხოების, კეთილსინდისიერებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის, სპორტის განყოფილების უფროსი - T-DO სამდივნო
7. ლიენ კოზლოვსკა, სპორტის განყოფილების პროგრამის უფროსი მენეჯერი - მომხსენებელი
8. არეგ ჰოვანესიანი- სომხეთის ანტიდოპინგური ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე. მომხსენებელი

საქართველოს წარმომადგენლობა

- პროფ. პავლე კასრაძე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თავმჯდომარე.
- აკადემიკოსი რამაზ შენგელია. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
-პროფ. თეიმურაზ უკლება საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA)ვიცე -თავმჯდომარე.
- ელგუჯა ბერიშვილი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
(Geo.NOC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი.  - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. (CSYA) საქართველოს პარლამენტი
- კულტურისა და სპორტის სამინისტრო (MCS)
- ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები
- სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
- კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი საჯარო ორგანოები
- ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო დეპარტამენტი (Cust.Dep)
- საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო (GADA),
- საქართველოს ფიზიკური მედიცინისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (GSUPMS)
- ეროვნული სპორტული ფედერაციები (NSF)