ყველა სიახლე
2024-10-22

2024 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანტიდოპინგური სამიტი

2024 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანტიდოპინგური სამიტი

2024 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანტიდოპინგური სამიტი 15-17 ოქტომბერს გაიმართა და 26 სხვადასხვა ქვეყნიდან 60-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. წლევანდელ სამიტს სერბეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ უმასპინძლა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოდან მიწვეულნი იყვნენ ვიცე-თავჯდომარე, შესაბამისობის და სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ უკლება, სააგენტოს იურისტი და შედეგების მართვის მენეჯერი ლუკა ხატიაშვილი. 

სამიტი ფოკუსირებული იყო ანტიდოპინგურ თემებზე, მათ შორის:
გლობალურ და რეგიონულ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა;

2027 მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტების განახლების პროცესი;

შედეგების მართვის პროცესები;

სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა;

 პრევენციის პროგრამების გაუმჯობესება.

"WADA-ს" პრეზიდენტმა ვიტოლდ ბანკამ  ხაზი გაუსვა ანტიდოპინგურ  ორგანიზაციებს (ADOs) შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში.