საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ნორვეგიაში

2024 წლის 8-11 ოქტომბერს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორი თანამშრომელი, მარიამ კალანდაძე (პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი) და მარიამ მარკოზაშვილი (ხარისხის მართვისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მენეჯერი), სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდნენ ნორვეგიაში, კერძოდ ოსლოში.
ვიზიტი ნორვეგიაში წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას - გაუმჯობესდეს პროფესიული ცოდნა და ურთიერთობები საერთაშორისო კოლეგებთან .
ვიზიტი მიზნად ურთიერთობის გაღრმავებასა და პროფესიული ცოდნის გაზრდას ისახავდა. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, კომუნიკაციისა და მარკეტინგის სტრატეგიებს, ხარისხის მართვის სისტემებსა და მონაცემთა დაცვის პროცესებს.
მარიამ კალანდაძე გაეცნო საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიებსა და კომუნიკაციის არხებს, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციებისთვის, კონკრეტულად: ინტეგრირებული საკომუნიკაციო გეგმების შემუშავება, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციის კორპორატიულ მიზნებთან შესაბამისობას, ციფრული პლატფორმებისა და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენების პრინციპების ათვისებას, კრიზისული კომუნიკაციისა და რეპუტაციის მართვის ინოვაციური მიდგომების შესწავლას, საკომუნიკაციო და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გაზომვასა და ანალიზის თანამედროვე მეთოდების გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ მარკოზაშვილმა შეისწავლა ხარისხის მართვის სისტემების ჩამოყალიბების პროცესები, კერძოდ: პირველი ნაბიჯები და ძირითადი დოკუმენტაციის შეფასება, პროცესის განსაზღვრა, მათი თანმიმდევრობისა და ფუნქციონირების კრიტერიუმები, მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდები, შედეგების მიღწევის სტანდარტები და მუდმივი გაუმჯობესების საფუძვლები.



