2024-09-05
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა დინამო თბილისის U19 ფეხბურთელებთან

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ კიდევ ერთი სემინარი ჩაატარა საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის 19 წლამდელ ფეხბურთელებთან. შეგახსნებთ, რომ ანტიდოპინგური სემინარი მიზანმიმართულია სპორტსმენებისა და მათი დამხმარე პერსონალის ანტიდოპინგური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სემინარი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავჯდომარემ და განათლების პროგრამის მენეჯერმა, პავლე კასრაძემ, ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში სპორტსმენებს აუხსნეს ტესტირების პროცესი და მათი უფლება-მოვალეობები.


