საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინიციატივა პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიადის მონაწილეებისთვის

2024 წლის 16 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე გააცილა.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ფარგლებში, საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ სპორტსმენებსა და მათ დამხმარე პერსონალს სპეციალურად შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს: სპორტსმენების კომფორტის გაუმჯობესებას, მოგზაურობის ხარისხის ამაღლებას, მოტივაციის გაზრდას, ანტიდოპინგური ცნობიერების ამაღლებას
სასაჩუქრე ნაკრები მოიცავს შემდეგ ნივთებს: სპორტული ზურგჩანთა, პორტატული დამტენი, წყლის ბოთლი, კისრის ბალიში, თვალბადე და სხვა სასარგებლო აქსესუარები.
ე.წ "მერჩი" არა მხოლოდ პრაქტიკული საჩუქარია, არამედ სიმბოლურად გამოხატავს ანტიდოპინგური სააგენტოს მხარდაჭერას სპორტსმენებისადმი და ხაზს უსვამს სუფთა სპორტის მნიშვნელობას.
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო თითოეულ სპორტსმენს უსურვებს წარმატებას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე!





