უეფას საგანმანათლებლო პროგრამა "Hattrick"

2024 წლის 16 და 17 აპრილს ქალაქ ნიონში,შვეიცარიაში გაიმართა უეფას ანტიდოპინგური საგანმანათლებლო პროგრამა „ჰეთთრიკ“-ის სემინარი.
საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელა „ჰეთთრიკ“-ის საგანმანათლებლო პროგრამა,რომლის ფარგლებშიც ქართული საფეხბურთო კლუბების ძირითად და ასაკობრივი გუნდების წევრებსა და მათ დამხარე პერსონალს ჩუტარდათ.
ანტიდოპინგური სემინარის მიზანს წარმოადგენდა ჰეთთრიკის პირველი 2 სეზონის ანტიდოპინგური საგანმანათლებლო აქტივობების განხილვა,მითითებებისა და რჩევების გაცემა პროგრამის განხორციელებისათვის და ახალი „ Hattrick VI Cycle” გაცნობა/დანერგვა.სემინარზე მიწვეულნი იყვნენ,როგორც უეფას წევრის ასოციაციაციების ასევე ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური პროგრამის მენეჯერი გიორგი უკლება,რომელიც სამი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ვებინარებში და ასევე აქტიურად არის ჩრთული ფეხბურთის საგანმანათლებლო ანტიდოპინგური პროგრამების შედგენისა და განხორციელების პროცესში.


