ყველა სიახლე
2024-04-08

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024

მოგახსენებთ,2024 წლის 12-13 მარტს ქალაქ ლოზანაში,შვეიცარია გაიმართა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი,რომელსაც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს,ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაციების ,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოდან მივლინებული იყვნენ სააგენტოს თავჯდომარე და დოპინგ კონტროლის კოორდინატორი.

სიმპოზიუმის მიმდინარეობისას 2 დღის განმავლობაში გაიმართა 15 სესია-შეხვედრა,რომლებსაც თემატიკიდან გამომდინარე დაესწრნენ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები.

სააგენტოს თავჯდომარემ პავლე კასრაძემ მონაწილეობა მიიღო სესიებში,რომელიც შეეხებოდა შემდეგ ს სადაზვერვო და საგამოძიებო შესაძლებლობების გაძლიერება;მსოფლიო ანტსაკითხებს:ევროპის-დოპინგური სააგენტოს მიერ ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოების საქმიანობის ანალიზის და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა;ანტი-დოპინგური საქმეების იმიტირებული მოსმენა; ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაციების საოპერაციო დამოუკიდებლობა:გამოცდილების გაზიარება და 2027 წლის კოდექსის პერსპექტივები,ევროკავშირის როლი შედეგების გასაუმჯობესებელი პრეპარატების უკანონო ტრეფიკინგისა და დოპინგის წარმოებასთან ბრძოლაში:მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;გლობალური ანტი-დოპინგური დაზვევრვისა და გამოძიების სისტემის შექმნა,მსოფლიო ანტი-დოპინგური კოდექსის დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში;ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფედერაციების თანამშრომლობის აუცილებლობა ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელ პერიოდში;ადამიანის უფლებები და ანტი-დოპინგი;დოპინგის გავრცელება სპორტში:დოპინგის გავრცელების ინდექსის შემუშავება და დანერგვა ;ანტი-დოპინგური კვლევის მომავლის იდეა და მაში ხელოვნური ინტელექტის როლი.

დოპინგ კნტროლის ტეტსირების კოორდინატორმა გიორგი მაჭარაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიებში,რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:ევროპის სადაზვერვო და საგამოძიებო შესაძლებლობების გაძლიერება,სისხლის დოპინგი:ტრენდები და პერსპექტივები,ადგილსამყოფელის (Whereabouts) შესახებ ინფორმაციის მართვა და საქმეების განხილვის სტრატეგიები,მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;გლობალური ანტი-დოპინგური დაზვერვისა და პროგრამის განვითარება;მშრალი სისხლის ტესტირების მეთოდის დანერგვის პერსპექტივები ანტი-დოპინგური ორგანიზაციების მიერ;ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფედერაციების თანამშრომლობის აუცილებლობა ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელ პერიოდში;ადამიანის უფლებები და ანტიდოპინგი; დოპინგ კონტროლის ტესტირება დამწყებთათვის;ანტიდოპინგური კვლევის მომავლის იდეა და მასში ხელოვნური ინტელექტის როლი.

ასევე მოგახსენებთ,რომ ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის ( CEADO ) ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის,ცენტრალური ევროპის ქვეყნებისა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.