ყველა სიახლე
2024-04-08

2024 წლის გლობალური განათლების კონფერენცია

2024 წლის გლობალური განათლების კონფერენცია

მოგახსენებთ,რომ 2024 წლის 27-29 თებერვალს მსოფლიო ანტი დოპინგური სააგენტოს მიერ ორგანიზებით ქალაქ,კანში საფრანგეთი,გაიმართა რიგით მეოთხე გლობალური გნათლების კონფერენცია(GEC) მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ანტი დოპინგური სააგენტოს,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის,საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ეროვნული და რეგიონალური ანტი-დოპინგური ორგანიზაციების,მთავრობების,ლაბორატორიების მკლევარებისა,მედიის წარმომადგენლებმა და ასევე სპორტსმენებმა.

კონფერენციის ფარგლებში ანტი-დოპინგურ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და მკლევარებს საშუალება აქვთ იმსჯელონ უახლეს ტენდეციებზე,გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო საგანმნათლებლო პროგრამა ,რომელიც მიმართული იქნება სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ.

სააგენტოსთვის ძლიან მნიშვნელოვანია აქტიურად ყოფილიყო ჩართული საგანმანათლებლო აქტივობებში ,რათა გვქონდეს შესაძლებლობა შევადგინოთ მეტად ინფორმატიული და ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამა,რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება,როგორც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს განათლების სტანდარტთან,ასევე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინამოსამზადებელ განათლების მოთხოვნებთან.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მივლენილ იქნენ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს შესაბამისობისა და სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი თეიმურაზ უკლება და სააგენტოს განათლების კოორდინატორი ხატია ბახსოლიანი,რომლებიც სიმპოზიუმის განმავლობაში დაესწრნენ პრეზენტაციებს ,პანელურ დისკუსიებს,პრაქტიკულ სემინარებს და ქსელურ სესიებს.

გლობალური განათლების კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ჯამში 19 სესია-შეხვედრას,რომლებიც გარდა ჰიბრიდული ფორმატისა, გაიმართა პარალელურ რეჯიმში,ამიტომ,სიმპოზიუმის სამუშო პროცესში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნილ იქნა ორი თანამშრომელი,რომლებიც მათი საქმიანობის შესაბამისად თემატიკიდან გამომდინარე დაესწრნენ სხვადასხვა სესიებს.