ყველა სიახლე
2024-04-08

Play True Day 2024

Play True Day 2024

2014 წლიდან, ყოველი წლის აპრილში, ანტიდოპინგური საზოგადოება მთელ მსოფლიოში აღნიშნავს ე.წ. “Play True Day-ს”, რომელიც ეძღვნება სუფთა სპორტსა და  სპორტსმენების, მათი დამხმარე პერსონალის, სპორტული საზოგადოებისა და სხვების ცნობიერების ამაღლებას დოპინგის პრევენციის მნიშვნელოვნების შესახებ.

“Play True Day-ს” ინსპირაცია წარმოიშვა 2013 წლის განათლების კონფერენციიდან, რომელსაც “WADA-მ” (World Anti-Doping Agency) უმასპინძლა და 17 ლათინურამერიკული ქვეყანა ესწრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ “Play True Day” დაიწყო, როგორც პატარა ლათინური ამერიკის ინიციატივა, დღეს “WADA-ს” ციფრული კამპანია, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანსა და ორგანიზაციაებს აღწევს მსოფლიოს მასშტაბით.