ნორვეგიის (ADNO) ანტი-დოპინგური ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი

მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 დან 31 მარტის ჩათვლით საქართველოში გაიმართა ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზააციის (ADNO) ოპერაციების დირექტორის ქეით ლანგვიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამედიცინო მიმართულების დირექტორის მარტინ ჰალმლანდ ლოუსენის სასწავლო ვიზიტი. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს აუდიტის მაკორექტირებელი ქმედებების ანგარიშში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესში საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და ნორვეგიის ანტი-დოპინგური სააგენტოს პარტნიორობამ და მათმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2022 წლის
ბოლოს ოსლოში გამართულ მმართველი ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ანტი-დოპინგრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაგრძელდება კიდევ სამი წლის განმავლობაში,
რაც გულისხმობს სააგენტოს თანამშრომლებისათვის სამუშაო გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით გადამზადებას. ამ წლის მარტის თვეში ქალაქ ლოზანაში ყოველწლიური სიმპოზიუმის მიმდინარეობისას მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ორგანიზებით კვლავ გაიმართა მმართველი ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ იქნა შეთანხმებული მემორანდუმის პროექტი და წლების მიხედვით ზუსტად გაიწერა სამუშაო საკითხთა ჩამონათვალი, რომელი სააგენტოს საშუალებას მისცემს გაზარდოს ანტი-დოპინგური შესაძლებლობები.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ანტი-დოპინგური შესაძლებლობებს, მმართველობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადმინისტრირების გაძლიერება. ოთხი დღის განმავლობაში ნორვეგიის ანტიდოპინგური ორგანიზააციის თანამშრომლები საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებდნენ სააგენტოს თანამშრომლებს. სასწავლო სესიის ფარგლებში მოხდა შემდეგი თემების განხილვა: 1. საზედამხედველო ორგანო და საგარეო ურთიერთობები; 2. ურთიერთობა ეოვნულ სპორტულ ფედერაციებთან და ოლიმპიურ კომიტეტთან; 3.საოპერაციო დამოუკიდებლობის მიღწევის გზები; 4. ბიუჯეტირება და ანგრიშგება; 5.შიდა მმართველობა; 6. სავალდებულო კომიტეტების მნიშვნელობა; 7. სადისციპლინო საბჭო; 8. სააპელაციო საბჭო; 9.შესაბამისობისა და ხარისხის მართვის სისტემა.







