ყველა სიახლე
2023-04-05

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ყოველწლიური სიმპოზიუმი

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ყოველწლიური სიმპოზიუმი

2023 წლის 14-15 მარტს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ყოვეწლიური სიმპოზიუმი, რომელსაც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს, ეროვნული ანტი-დოპინგური ორგანიზაცების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოდან მივლინებული იყვნენ სააგენტოს ვიცე-თავჯდომარე და ანტი-დოპინგური პროგრამის ხელმძღვანელი.

სიმპოზიუმის მიმდინარეობისას 2 დღის განმავლობაში გაიმართა 21 სესია-შეხვედრა,რომლებსაც თემატიკიდან გამომდინარე დაესწრნენ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები.თეიმურაზ უკლებამ მონაწილეობა მიიღო სესიებში, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:

მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა,თერაპიული გამოყენების ნებართვის მართვა, ათლეტის ბიოლოგიური პასპორტის მართვა, შედეგების მართვა და 2023 წლის აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სიის გაცნობა; მთავრობათა პასუხისმგებლობა ანტი-დოპინგურ საქმიანობაში; კონფიდენციალურობის დაცვა ანტი-დოპინგში, განათლებისა და კოდექსთან შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტის იმპლემენტაცია; მხარდაჭერა და პრევენცია-განათლების როლის გაზრდა ანტი-დოპინგში; გლობალური ანტი-დოპინგური სისტემის მომავალი - 2030.

გიორგი უკლებამ მონაწილეობა მიიღო შემდეგ სესიებში: სუფთა სპორტსმენების მხარდაჭერა- რა შემდგომი ქმედებები უნდა განახორციელოს ანტი-დოპინგურმა საზოგადოებამ; მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მმართველი ორგანოების გაცნობა; გადაწყვეტილებების მიმღებთა ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის შეგროვებისა და მოკვლევის მნიშვნელობის შესახებ; ანტი-დოპინგური მონაცემების დამუშავების შედეგებზე დაფუძვნებული მიდგომები: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა; აკრძალული სია 2023; გლობალური ანტი-დოპინგური სისტემის მომავალი-2030; სპორტსმენების ბიოლოგიური პასპორტის ახალი ფუნქციების დანერგვა პრაქტიკაში,DCO Central-ის ინტეგრირება ტესტირების პროგრამაში; მონაცემთა გაყალბება ფაქტის შემდგომ.

ასევე მოგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო-ანტი-დოპინგური სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და ნორვეგიის ანტი-დოპონგური ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც შემუშავებული იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამ წლიანი მემორანდუმის პროექტი. გადაწყდა, რომ მემორანდუმს ხელი მოეწერება მარტის ბოლოს თბილისში ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზააციის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას.

ასევე სიმპოზიუმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ბენჟამინ კოენთან და ტესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მატეო ვალინისთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ორი საერთაშორისო დოპინგ კონტროლის ოფიცერი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში გასამართ ევროპის თამაშების დოპინგ კონტროლის ტესტირების პროცესში.