საქართველოსა და საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA) -ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხ

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (GADA) თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმება მიზნად ისახავსორ ორგანიზაციას შორის მოძიების და ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობას, ასევე დოპინგ-კონტროლის ეფექტურ დაგეგმვას.
იმისათვის რომ, გააძლიეროს სუფთა სპორტის ძალისხმევა მთელ მსოფლიოში, ეროვნულ და რეგიონულ ანტიდოპინგ ორგანიზაციებთან (RADO) მჭიდრო თანამშრომლობის გზით, თავისი ვალდებულების შესაბამისად, ITA - მ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან, ქვეყნის ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასთან (NADO). ახალი პარტნიორობა ფოკუსირებულია ტესტირების ძალისხმევის ჰარმონიზაციაზე, რათა უზრუნველყოს რესურსებისა და მოძიების პროგრამების ეფექტური განაწილება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ეს ახალი თანამშრომლობა ასევე მხარს უჭერს ინფორმაციის გაცვლას ITA-სა და GADA-ს შორის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც პოტენციურ გამოძიებებს, ასევე მოძიებული ინფორმაციით მართულ დოპინგ-კონტროლს საქართველოში
„მოხარული ვართ, რომ გავაფორმოთ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან და დავდოთ შეთანხმება NADO- სთან, რომელიც 2022 წლამდე იყო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ორგანიზაციის აქტიური წევრი" ამბობს ITA-ს გენერალური დირექტორი. ბენჯამინ კოენი. „GADA-ს ტესტირების ოფიცრებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ITA-ს საერთაშორისო დოპინგის კონტროლის ოფიცერთა მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამაში, რაც საშუალებას გვაძლევს ერთობლივად ჩავატაროთ ტესტირება გლობალური საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მკაცრი დაცვით საქართველოში”
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ITA-სთან, ორგანიზაციასთან, რომელიც კოორდინაციას უწევს ეფექტურ ტესტირების პროგრამებს მთელ მსოფლიოში და ასევე ზრუნავს რომ ტესტების შემგროვებელი პერსონალი შეესაბამებოდეს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის და ტესტირებისა და მოძიების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანა, ხელს შეუწყობს ეროვნული ტეტირების პროგრამის სწორად და ეფექტურად დაგეგვმას, ჩვენი დოპინგ აფიცრების პერმანენტულ ტრენინგს, რაც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა-ამბობს პროფესორი პავლე კასრაძე, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე
GADA არის 29-ე NADO, რომელმაც გააფორმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება ITA-სთან. გარდა GADA-სა, ITA ასევე თანამშრომლობდა 40-ზე მეტ NADO-სთან და RADO-სთან ბოლო ორი წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყონ თავიანთი თანამშრომლების ტრენინგი და სერტიფიცირება.
ITA-ს მტკიცედ სჯერა, რომ ანტი-დოპინგურ საზოგადოებას, ხელიხელჩაკიდებული მუშაობით, შეუძლია სპორტსმენების მხარდაჭერა მომდევნო დონეზე აიყვანოს. შესაბამისად, ITA კვლავაც მიესალმება თავის ქსელში სხვა ეროვნულ და რეგიონულ ანტიდოპინგ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ გააძლიერონ სინერგია ეროვნულ და საერთაშორისო ანტიდოპინგურ პროგრამებს შორის.
