ტრენინგი სამედიცინო ინსტრუქტორებისათვის

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგენით ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის მიერ პროექტისათვის „ ანტიდოპინგური საგანმანათლებლო ტრენინგი სამედიცინო ინსტრუქტორებისათვის“.გამოყოფილი იქნა თანხა,10,000 აშშ დოლარის ოდენობით.
პროექტის მიზანს წარმოადგენს სპორტთან დაკავშირებულ სამედიცინო პროფესიონალების გადამზადება ანტიდოპინგ ინსტრუქტორებად, რომ მათ შეძლონ ანტიდოპინგური საგანმანათლებლო-საინფორმაციო ინსტრუქტაჟების ჩატარება და ახალი ინფორმაციის მიწოდება სპორტსმენებისათვის და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისათვის.
პროექტის განსახორციელებლად 2022 წლის 28-30 მარტს თბილისში ნიუვიჟენის კლინიკის ტერიტორიაზე ჩატარდა სემინარი ანტი-დოპინგური ინსტრუქტორებისათვის. სემინარი ჩაატარეს როგორც საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენლემბა ასევე მოწვეულმა მომხსენებლებმა. მოწვეული სტუმრების შემადგენლობაში შედიოდნენ: ნენა დიკიჩი- სერბეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს თავჯდომარე; მარია ანდრეაკოვიჩი-სერბეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს თერაპიული კომიტეტის თავჯდომარე;ელენე არხიპი-მოლდოვის ანტი-დოპინგური სააგენტოს ვიცე თავჯომარე; არეგ ოგანესიანი-სომხეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს თავჯდომარე.
სემინარს დაესსწრო 35 მსმენელი. 28 და 29 მარტი დაეთმო ტრენინგს, ხოლო 30 მარტი მსმენელთა ტესტირებასა და სერტიფიცირებას.





