2022-10-28
(რე) აკრედიტაციის

2022 წლის 25-26 ივლისს საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ ჩაატარა თანამშრომელთა აკრედიტაციისა და რეაკრედიტაციის ტრენინგი. ტრენინგი ჩატარებული იქნა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ტესტირებისა და მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული
ნაწილისაგან. მასში მონაწილეობას იღებდა სააგენტოს თოთხმეტი თანამშრომელი. ტრენინგის ბოლოს ორ წლიანი აკრედიტაცია გაიცა დოპინგ კონტროლის ოფიცრებსა და ჩაპერონებზე.






