CEADO-ს და ნორვეგიის (ADNO) ანტი-დოპინგური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი

2022 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საქართველოში გაიმართა ცენტრალური ევროპის ანი-დოპინგური ორგანიზაციის (CEADO) საბჭოს თავმჯდომარის მაიკლ კეპიკისა და ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზააციის (ADNO) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამედიცინო სამსახურის დირექტორის მარტინ ჰოლმლანდ ლოუსენის ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის მიზანია გააძლიეროს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ანტი-დოპინგური შესაძლებლობები და მხარი დაუჭიროს „საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს აუდიტის მაკორექტირებელი ქმედებების საბოლოო ანგარიშში“ წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესში. ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ანტი-დოპინგური კანონმდებლობის საბოლოო ვერსიის შედგენასა და მსოფლიო ანტი-დოპინგური 2021 წლის კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს-ანტი დოპინგური სააგენტოს განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თანამშრომლებთან და გამგეობის წევრებთან. ასევე მათი დასწრება მოხდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, თელავში გამართულ გასვლით სამუშაო შეხვედრასა და კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც განხილული იქნა სპორტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები,რომლის ნაწილიც არის ანტი-დოპინგური კანონი.
აღნიშნული გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ,საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს მიხეილ ყაველაშვილს და კომიტეტის სხვა წევრებს, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსთან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე.კიდევ ერთხელ აღინიშნა,რომ კულტურის,სპორტის და ახალგზარდობის სამინისტრო „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბრადე დაამტკიცებს.


