ყველა სიახლე
2022-10-26

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA)-ს და ნორვეგიის ანტიდოპინგური ორგანიზაციის (ADNO)-ს ვიზიტი

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA)-ს და ნორვეგიის ანტიდოპინგური ორგანიზაციის (ADNO)-ს ვიზიტი

2022 წლის 20-21 აპრილს განხორციელდა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოსა და ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ემილიანო სიმონელი - მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს სამართლებრივი შესაბამისობის სამსახურის უფროსი; ოლიმპია კარავასილი -  მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მთავრობებთან და ეროვნულ ანტი-დოპინგურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; მარტინ ჰოლმლანდ ლოუსენი - ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამედიცინო სამსახურის დირექტორი; ესტენ ალეკსანდერ ედნა - ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამედიცინო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოსა და ნორვეგიის ანტი-დოპინგური ორგანიზაციის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ანტი-დოპინგური კანონმდებლობის საბოლოო ვერსიის შედგენა, მსოფლიო ანტი-დოპინგური 2021 წლის კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს-ანტი დოპინგური სააგენტოს განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს აუდიტის ჯგუფის მაკორექტირებელი ქმედებების ანგარიშის განხილვა.

ორი დღის განმავლობაში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თანამშრომლებთან და გამგეობის წევრებთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან ბატონ სოსო გიორგაძესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან, ასევე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ნინო სალუქვაძესთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარესთანს მიხეილ ყაველაშვილთან და კომიტეტის სხვა წევრებთან.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიო ანტი-დოპინგურ კოდექსთან საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე. 

აღინიშნა, რომ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე წლის სექტემბრამდე დაამტკიცებს. ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს შუამავლობით ნორვეგიის ანტი-დოპინგურ ორგანიზაციასა და საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას „საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს აუდიტის მაკორექტირებელი ქმედებების საბოლოო ანგარიშში“ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებასა და რეკომენდაციების შესრულებაში.